პროექტები დ ღონისძიებები

პროექტის სახელწოდება: თავისუფალი დრო
პროექტის მთავარი იდეა(თემა) 1-2 წინადადებით: თავისუფალი დროის გონივრული გამოყენება უტყუარი წინაპირობაა ადამიანის ნაყოფიერი ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის. მოსწავლეებმა უნდა განსაზღვრონ თავიანთი ასაკობრივი ზღვარისთვის საჭირო აქტივობები.
პროექტის აქტუალობა: თავისუფალი დროის პრობლება დღეს განსაკუთრებით აქტუალურია. ცხოვრების აჩქარებული რიტმი გავლენას ახდენს ჩვენს ყოფიერებაზე, ამიტომ ამ პრობლემის მოგვარება სწორად გადასაჭრელია.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები შეძლებენ თავიანთი ინტერესებით და საჭიროების მიხედვით გაანაწილონ თავისუფალი დრო. პირად და დროის მოთხოვნათა შესაბამისობაში მოახდინონ თავისუფალი დროის რეალიზება. ინფორმაციებია მოიძიონ თავიანთთვის საინტერესო სფეროში, დაგეგმონ საჭირო აქტივობები, ესტუმრონ გამოფენებს, თეატრს, კინოს,დისკოთეკას, დაესწრონ სხვადასხვა ლიტერატურულ ღონისძიებებს და სხვა.შეძლებენ .ჩაატარონ  გამოკითხვა, აიღონ ინტერვიუ სხვადასხვა ასაკობრივ ზღვარში, განასხვავონ ბიჭების და გოგონების ინტერესები. შედეგად მოსწავლეები მათივე პრორინციპების გათვალისწინებით,საკუთრი, უფროსების და თანატოლების  გამოცდილებით შეძლბენ დროის შინაარსიანად მოხმარებას.
მოსწავლეთა ასაკი: 12-15 წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  2/3 თვე
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: მოსწავლეეები მიიღებენ ცოდნას სხვდასხვა კულტურულ სფეროში.გაეცნოებიან თანამედროვე ავტორებს და მათ ნაწარმოებეს, მოაწყობენ ლიტერატურულ საღამოებს სკოლის ფარგლებს გარეთ, წაიკითხავენ ნაწარმოებეს, შემდე იხილავენ მათ ეკრანიზაციას და თეატრალურ წარმოდგენას და გამოხატავენ საკუთარ აზრს, დადგამენ მცირე ზომის სპექტაკლებს, მოიძიებენ ინფორმაციას მხატვრების შესახებ, ესტუმრებიან გამოფენებს, მოაწყობენ სპორტულ და ინტელექტუალურ შეჯიბრებს, ექსკურსიებს, ესტუმრებიან დისკოთეკებს და კონცერტებს. გადაიღებენ სურათებს ცნობილ ადამიანებთან და მათთან აიღებენ ინტერვიუებს. განივითარებენ კვლევის უნარ-ჩვევებს.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები: წიგნი, ფოტო, ფილმი, სპექტაკლი, საგაზეთო სტატია, აფიშა, პლაკატი, თვალსაჩინოება, სპორტული  ინვენტარი, პროექტორი, კომპიუტერი, პროგრამები ( Word , PowerPoint, Google. Youtube )
პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები):
აქტივობა  N1     თემის  შერჩევა  რეალური  და  აქტუალური  პრობლემის  გათვალისწინებით,     
                           დისკუსიის  გამართვა
აქტივობა  N2     კლასის  დაყოფა  შემთხვევითი  შერჩევის  პრინციპით
აქტივობა  N3     ცალკეული  ჯგუფი  ადგენს  პროექტის  გეგმას  და  ინაწილებს  ფუნქციებს
აქტივობა  N4     მასალის  მოძიება  და  დამუშავება
აქტივობა  N5     დამუშავებული  მასალის  პრეზენტაცია
აქტივობა  N6     პროექტის  შეფასება  მასწავლებლისა  და  მოსწავლეების  მიერ  წინასწარ  
                           შემუშავებული  შეფასების  რუბრიკის  მიხედვით


საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ხელოვნება, სპორტი, ისტორია. გამოუმუშავდებათ დროის სწორად და ნაყოფიერად განაწილების უნარი, საჭირო აქტივობების დანერგვა ყოვედღიურ ცხოვრებაში. ისწავლიან როგორ მიიღონ ესთეტიური სიამოვნება ხელოვნებისაგან, როგორ იცხოვრონ ჯანსაღი ცხოვრების წესით და ლიტერატურის კითხვა გაიხადონ ცხოვრების თანამგზავრად.
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): თეონა ბრეგვაძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: teonabregvadze04@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:

No comments:

Post a Comment